1 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ქუთაისში, ყოფილი სამხატვრო აკადემიის შენობაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა, სახალხო დამცველის სამსახური ავრცელებს ფოტოებს, რომლებიც მძიმე სანახავია და წერს:
ოჯახები 12 წელზე მეტია ცხოვრობენ შენობაში, სადაც არ არის კანალიზაცია, ტუალეტი, ბუნებრივი აირი. საცხოვრებელ ოთახებში ჩამოდის წვიმა, ფანჯრების უმეტესობა ჩამტვრეულია. მოსახლეობის თქმით, ჭერიდან პერიოდულად ბათქაშის დიდი ზომის ნატეხები ცვივა, აივნების ნაწილს კი არ აქვს მოაჯირები.















კომენტარები