სამოქალაქო აქტივისტი, კახა მიქაია:
ბოსტანი
დღეს დიდი დღეა!!!ბიძინა ივანიშვილის ბოსტანში ყრილობა იმართება!!!ბოსტნის პატრონის მიერ ბოსტანში ჩატარებული სამუშაოების შესახებ, მებოსტნის ჩაანალიზებას… დიდი ყურადღებითა და გულისყურით ელოდება, ბოსტანს მიღმა დარჩენილი ქართული საზოგადოებაც…მთავარია, არ იყო ნაცი, არც მოქმედი, არც ყოფილი, არც ახალი და არც ეჭვი არსებობდეს შენს ნაცობაზე……და შეიძლება, ყრილობაზე აღმოჩნდე!!!…თუმცა, თქვენ წარმოიდგინეთ, ესეც კი დასაშვებია თუ საკუთარი სურვილით აირჩევ ადგილს ბიძინას ბოსტანში, როგორც ბიძინას ბოსტნის ერთერთი ბოსტნეული ქალბატონი გვამცნობს, ,,კოხტადდა ლამაზად”…დღეს ბიძინას ბოსტნის ბოსტნეულები: ქინძები, კარტოფილები, ოხრახუშები, ბადრიჯნები, კიტრები და კიდევ კიტრები… ბოსტანში შეიკრიბებიან და ბოსტნის პრემიერად, ბოსტნის მფლობელის მხრიდან, ერთერთი გამორჩეული კიტრთაგანის, მისი უკიტრესობის დასახელებას დაელოდებიან…
ბიძინას ,,აგაროდი” – ,,ინდივიდუალიზმისა” და ნებაყოფლობით ბოსტნეულად ჩანერგვა-ჩაკვეხების ,,გამაოგნებელი” და ,,გასაოცარი” სივრცე…
კომენტარები