ენერგო-პრო ჯორჯიამ, რომელიც ბაზარზე მოწინავეა პროფესიული ხელშეწყობის, განათლების გაუმჯობესების ინოვაციური პროექტებით, იუთუბ არხზე ENERGO მეტრი – გადაცემათა ციკლი დაიწყო. გადაცემებში საუბარი იქნება ენერგეტიკის დარგში აქტუალურ საკითხებზე, გამოწვევებზე, სფეროს ექსპერტებთან ერთად.
გადაცემის წამყვანია ს.ს. “ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის” PR ის განყოფილების სპეციალისტი, ბექა რომანაძე.
კომპანია უკვე ერთი წელია, მომხმარებლებს ვიდეო კადრებით აჩვენებს ელექტრიკოსებს გეგმიური, თუ გადაუდებელი სამუშაოების შესრულების პროცესში, უყვება ახალ პროექტებზე, როგორებიცაა: აბონენტი ახლოდან, სტიპენდიანტების გაცნობა და ა.შ. ვიდეოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, სწორედ, ამიტომაც ენერგო-პრო ჯორჯიამ გადაწყვიტა, პრობლემებზე, თუ სიახლეებზე, მუდმივად, გადაცემათა ციკლით მიაწოდოს ინფორმაცია მოქალაქეებს.
ეროვნული გამოცდების სტატისტიკის და გამოკითხვების მიხედვით, აბიტურიენტებში ნაკლებ მოთხოვნად პროფესიათა შორის არის ენერგეტიკის მიმართულება. რა არის ამის მიზეზი?; რას აკეთებს კომპანია დარგის პოპულარიზაციისათვის?; რა გეგმები აქვს სამომავლოდ? – ამ კითხვებს ENERGO მეტრთან, ს.ს. “ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის” ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტრაპაიძე პასუხობს.
რატომ გახდა ენერგეტიკის მიმართულება ყველაზე დეფიციტური პროფესია?
გიორგი ტრაპაიძე:
.სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ როდესმე ენერგეტიკა, უფრო სწორედ ელექტროინჟინერია, პოპულარული პროფესია იყო საქართველოში, თუმცა, 2020 წლის (პანდემიის) შემდეგ, პრობლემა გამძაფრდა და გადაიქცა გამოწვევად. ყოველწლიურად სულ უფრო ნაკლები ახალგაზრდაა დაინტერესებული პროფესიულ კოლეჯში ჩაბარებით, მით უფრო, ენერგეტიკის და ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით. ამას თავისი მიზეზები აქვს:
2020 წელმა ძალიან ბევრი რამ შეცვალა ყველას ცხოვრებაში. განვითარდა ისეთი პროფესიები, როგორიცაა, მაგალითად, მიწოდების, კურიერული მომსახურების სერვისი. საქართველოს ყველა ქალაქში გაიზარდა ჩართულობა ამ სერვისში და ამ მიმართულებამ ძალიან ბევრი ახალგაზრდა წაიყვანა.
მეორე, კიდევ უფრო დიდი პრობლემა და გამოწვევა ემიგრაციის მაჩვენებლის ზრდაა. სულ უფრო მეტი ახალგაზრდა დაინტერესებულია ქვეყნიდან წავიდეს, ისწავლოს საზღვარგარეთ, იქ დასაქმდეს და იქ ააწყოს კარიერა. კადრების დეფიციტის პრობლემა მძაფრია მთელ ქვეყანაში, თუმცა, გამოვყოფდი ეთნიკური უმცირესობით ჩასახლებულ რეგიონებს, სადაც, სახელმწიფო ენის ცოდნის ნაკლებობაა და ეს კიდევ უფრო ამძაფრებს ისედაც მძიმე და რთულ ვითარებას.
აი, ესაა ძირითადი მიზეზები ამ საკადრო დეფიციტის, რომელიც, როგორც ვთქვი, წლიდან წლამდე ღვივდება.
მემორანდუმები კოლეჯებთან და სტიპენდიები
გიორგი ტრაპაიძე:
განათლების და მეცნიერების სამინისტროს დახმარებით, საქართველოში არსებულ ყველა პროფესიულ საგანმანათებლო კოლეჯთან გავაფორმეთ მემურანდომები და დავიწყეთ ახალგაზრდების დაინტერესება. გარდა კოლეჯებისა, ვთანამშრომლობთ უმაღლეს სასწავლებელთან, მაგალითად, ტექნიკურ უნივერსიტეტთან, წერეთლის უნივერსიტეტთან. ყველა სასწავლებელში, სადაც ენერგეტიკის და ენერგო ინჟინერიის მიმართულებებია,
ენერგო-რო ჯორჯიას უწყვეტად გვაქვს მერვე წელია სტიპენდია, თითოეულ სასწავლებელში გვყავს რამდენიმე სტიპენდიანტი.
დავიწყეთ კომუნიკაცია კიდევ უფრო ახალგაზრდა კონტიგენთან, დავდივართ სკოლებში, ვცდილობთ უფროსკლასელები დავაინტერესოთ ენერგეტიკის და ენერგო-ინჟინერიის მიმართულებით. ყველაზე აქტიური სკოლის მოსწავლეებს ვეპატიჟებით ჩვენ ჰიდროელექტრო სადგურებზე, ვატარებთ ექსკურსიებს, ერთ ლამაზ დღეს ვჩუქნით. მოგეხსენებათ, ჰიდროელექტრო სადგურზე მოხვედრა, ამ სპეციალური ექსკურსიების გარეშე შეუძლებელია, ვინც იქ ერთხელ მაინც მოხვდება დაუვიწყარი ემოციებით და გამოცდილებით დატოვებს ამ გრანდიოზულ შენობას.
სტიპენდიების დანიშვნის პრინციპი მაქსიმალურად განჭვირვალეა – სასწავლო პროცესის დაწყებიდან თვენახევარში, კოლეჯი, თუ უნივერსიტეტი, შემუშავებული კრიტერიუმებზე დაყრდნობით გვიგზავნის პოტენციური კანდიდატების სიას განსახილველად, შემდგომ უკვე ენერგო-პრო ჯორჯიაში იწყება გასაუბრება სტუდენტებთან და სტიპენდიანტების შერჩევა.
აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ თუკი რომელიმე კოლეჯში სწავლობს გოგონა, ენერგო-ინჟინერიის მიმართულებით, მისთვის სტიპენდია პრაქტიკულად გარანტირებულია, გასაუბრების გარეშეც. მაქსიმალურად ვცდილობთ, გოგონებიც დავაინტერესოთ ენერგეტიკის და ელექტრო ინჟინერიის შესწავლით, გვსურს, მეტი მოტივაცია მივცეთ, ამიტომ მათთვის სტიპენდიის მიღების პროცედურა გამარტივებულია. ენერგეტიკა, ტრადიციულად, რატომღაც ითვლება მამაკაცის პროფესიად, მაგრამ პროფესიას სქესი არა აქვს, მით უფრო, რომ თანამდეროვე ტექნოლოგიები საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსურველს გახდეს პროფესიონალი ელექტრო-ინჟინერი, განვითარდეს, გაიზარდოს კარიერულად.
აქვს, თუ არა, პროფესიას სქესი? – მითი და რეალობა
ENERGO მეტრთან, ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის ქალი ტექნიკოს-ელექტრიკოსი, ვალენტინა ზიბზიბაძე, რომელიც ქალაქ ფოთში ცხოვრობს და მუშაობს, საკუთარ გამოცდილებაზე საუბრისას, ამბობს:
მამა და ოჯახის უმეტესი წევრი, ენერგეტიკის სფეროშია დასაქმებული. 2015 წელს მეც მქონდა ამ სფეროსთან შეხება, ჩემ ძმას ვეხმარებოდი, მაშინ გამიჩნდა ინტერესი ენერგეტიკის მიმართ. დროთა განმავლობაში დაინტერესება მიღრმავდებოდა. გადავწყვიტე სწორედ ეს სპეციალობა მესწავლა. ჩავაბარე კოლეჯ “ფაზისში” ელექტროობის ფაკულტეტზე, მალევე ელექტრო-პრო ჯორჯიას წარმომადგენლები დამიკავშირდნენ, გავხდი კომპანიის სტიპენდიატი. სწავლის დასრულების შემდეგ, შემომომთავაზეს სტაჟირების გავლა კომპანიაში და შემდგომ დასაქმება ტექნიკოს-ელექტრიკოსად. სამუშაო პროცესში ადვილად ჩავერთე, კოლექტივმა ძალიან მარტივად მიმიღო. არ მქონია რაიმე სახის სირთულე, პირიქით. რაც შეეხება აბონენტებთან ურთიერთობას, თავიდან იყო უნდობლობის ფაქტორი, როცა გოგოს ხედავდნენ, მაგრამ მუშაობაში რომ გამომცადეს, მათი დამოკიდებულება შეიცვალა და უკვე მენდობიან.
რთულია, თუ არა, ქალი ენერგეტიკოსის ცხოვრება და “ველზე” მუშაობა? – თუ ინტერესი გაქვს, თუ გიყვარს ეს სპეციალობა მაშინ არ არის რთული, პირიქით, ძალიან მარტივია. რთულია კეთება იმ საქმის, რომელიც არ გიყვარს, რასაც სიყვარულით აკეთებ, ყველაფერი გიმარტივდება. ყოველ დღე მეტ ცოდნას ვიღებ, მეტ გამოცდილებას და კომპანია მაძლევს განვითარების, კარიერული წინსვლის საშუალებას.
არაფორმალური განათლების აღიარების პროექტი
გიორგი ტრაპაიძე:
ძალიან საინტერესო პროექტი გვაკავშირებს კოლეჯ “ბლექსი”-სთან, ეს არის არაფორმალური განათლების აღიარების პროექტი. შარშან ოცამდე ჩვენ თანამშრომელს უღიარეს არაფორმალური განათლება, რაც ჩვენთვის პრეცედენტული და მნიშვნელოვანია.
პირველ რიგში, ვიტყვი, რა არის არაფორმალური განათლების აღიარება – ჩვენ თანამშრომელთა ნაწილს ცოდნა მიღებული აქვს “ველზე”, პრაქტიკით, არ ჰქონიათ თეორიული ცოდნის მიღების საშუალება, არ უსწავლიათ კოლეჯში, უნივერსიტეტში, მაგრამ მუშაობენ იმ პოზიციაზე და აქვთ ის ცხოვრებისეული ცოდნა და გამოცდილება, რომელიც აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს რაც კოლეჯშია ამ პროგრამაზე. არსებობს სხვადასხვა მექანიზმი არაფორმალური განათლების აღიარების, ჩვენ შემთხვევაში, კოლეჯმა შეაფასა ჩვენი თანამშრობლების ცოდნა და აკმაყოფილებდნენ რა მათ მოთხოვნებს, მოხდა მათი ცოდნის აღიარება. დღეს ისინი, რეალური თეორიული განათლების მიღების გარეშე, ფლობენ შესაბამის სერტიფიკატებს და დიპლომებს – რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ რომ ეს პროექტი უფრო მაშტაბური გავხადოთ.
მოგეხსენებათ ჩვენ ვოპერირებთ მთელ საქართველოში, ყველგან გვყავს თანამშრობლები, რომლებსაც არ აქვთ მიღებული თეორიული ცოდნა კოლეჯებში, უნივერსიტეტებში – სამწუხაროდ, ეს არის რეალობა თუმცა, ენერგო-პრო ჯორჯიას შიდა ბაზაზე, ტრენინგ ცენტრის მიერ ჩატარებული ტრენინგებით, წლების განმავლობაში დაუგროვდათ დიდი გამოცდილება და ცოდნა. ამიტომ მნიშვნელოვანია მოხდეს მათი ცოდნის აღიარება.
დღესდღეობით გვაქვს მოლაპარაკება რამოდენიმე კოლეჯთან და ვიმედოვნებთ, რომ უკვე მალე, რამოდენიმე კოლეჯის რესურსით, ჩვენი ყველა თანამშრომელი მოახერხებს არაფორმალურ განათლების აღიარებას. პროექტში მონაწილეობას, ცხადია, ვთავაზობთ იმ თანამშრობლებს, ვისაც არ აქვს შესაბამისი სერთიფიკატი, დიპლომი ენერგეტიკის ან ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით და თუ თანამშრომელს აქვს სურვილი ცოდნის აღიარების, ვუკავშირდებით კოლეჯს და იწყება შესაბამისი პროცესი. პარალელურად, კომპანია ხელს უწყობს ყველა იმ თანამშრომელს, ვინც პროექტში მონაწილეობს, ვაძლევთ სამსახურიდან თავისუფალ დროს, რათა ამ კუთხით დაბრკოლება არ შეხვდეს. მოკლედ რომ ვთქვა, ინიცირება ჩვენია, და რომელ თანამშრომელსაც ექნება სურვილი, და ჯერ არ გვქონია შემთხვევა ვინმეს არ ჰქონდეს სურვილი, კოლეჯთან ერთად, იწყებს არაფორმალური ცოდნის აღიარების პროცესს, სერტიფიკატისა ან დიპლომისათვის.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ჯილდოები – რა მიმართულები ზრდის ინვესტირებას კომპანია?
გიორგი ტრაპაიძე:
2020 წელს, ენერგო-პრო ჯორჯია დაჯილდოვდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ჯილდოთი, როგორც წლის ყველაზე წარმატებული კომპანია და ეს ძალიან გვეამაყება, დიდი მიღწევაა, ასეთი სერიოზული ორგანიზაცია, ათასწლეულის ფონდი ასე რომ შეგაფასებს.
კომპანია, გარდა იმისა, რომ სკოლებში, კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში ცდილობს დარგის პოპულარიზაციას, არსებული კადრების შესანარჩუნებლადაც ყველაფერს აკეთებს – ენერგო-პრო ჯორჯიაში ყველა თანამშრომელს აქვს ძალიან კარგი შანსი დაწინაურდეს, მაგალითად, ელექტრიკოსიდან ოსტატამდე, შემდგომ მთავარ ინჟინრამდე – კარიერული საფეხურები ყველა რგოლისთვის გვაქვს და მუდმივი კარიერული ზრდა ერთ-ერთი მთავარი მოტივატორია თანამშრომელთა შესანარჩუნებლად.
2019 წელს, ჩვენ, ასევე ათასწლეულის გამომწვევის ფონდის კიდევ ერთი ჯილდო მივიღეთ, როგორც პროფესიული ხელშემწყობი წლის საუკეთესო კომპანია
კომპანიის გადაწყვეტილებით, არსებულზე არ შევჩერდებით და განათლების, პროფესიული ხელშეწყობის მიმართულებით ინვესტირებას ვზრდით! დღეის მდგომარეობით, გვაქვს ტრენინგ ცენტრი, სადაც შიდა რესურსებით ხდება თანამშრომელთა გადამზადება, გვინდა ავაშენოთ საწვრთნელი ბაზა, გავმართოთ თანამედროვე ტექნოლოგიით, ამ ბაზაზე კომპანიის თანამშრომლები პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან.
ნებისმიერი მსგავსი მასშტაბური პროექტის განხორციელება შეუძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ერთი კომპანიის რესურსით, საჭიროა განათლების სამინისტროს, კოლეჯების, უნივერსიტეტების ჩართულობა, ვხედავთ კიდეც ამ ჩართულობას და გულწრფელად მჯერა, რომ ერთობლივად ნებისმიერი, სერიოზული პრობლემის მოგვარება შესაძლებელია.
რატომ ენერგეტიკა?
გიორგი ტრაპაიძე:
პირველ რიგში, ეს პროფესია მოთხოვნადია დღესაც და ხვალაც მოთხოვნადი იქნება. პერსპექტიული პროფესიაა, ენერგეტიკა არსებობდა, არსებობს და ყოველთვის იარსებებს, გარდა ამისა, შრომის ბაზარზე საკმაოდ მაღალ ანაზღაურებადიცაა, მცოდნე, გამოცდილ, პროფესიონალ ენერგეტიკოსს სერიოზული ანაზღაურება აქვს.
მოვუწოდებ ახალგაზრდებს, აირჩიეთ სინათლე და აირჩიეთ ენერგეტიკა, ენერგო-პრო ჯორჯია კი, მაქსიმალურად ეცდება, სწავლების და პროფესიული განვითარების გზაზე, გვერდით გედგეთ.
კომენტარები