ემიგრანტი ლანა ტუღუში, სოციალურ ქსელში, წერს:
“მდგომარეობა ემიგრანტი ქალისა კიდევ უფრო დამძიმდა, ამ წუთს ველაპარაკე ლიას – ქალბატონი დარეჯანი უკონტაქტო გახდა!
ლიმფური ჯირკვლების სიმსივნეს მთელი ფილტვი მოუცავს, ჩამდგარა წყალი…
მდგომარეობა კატასტროფულია!
უნდა მოვასწროთ, ის სამშობლოში ცოცხალი უნდა ჩაიყვანონ!
მადლობა ეკას , რუსეთიდან მოგვაწოდა 2 000 რუბლი, მადლობა იმათ ვისგანაც ხვალ მაქვს იმედი , მაგრამ თანხა კიდევ მეტია საჭირო, გთხოვთ ვისაც შეგიძლიათ უბრალოდ მე მასესხეთ და ეტაპობრივად დაგიბრუნებთ …
შემეხმიანეთ პირადში ან შეგიძლიათ ამ ბარათზე ჩარიცხოთ და გამაფრთხილოთ!
არ მინდოდა მისი ფოტო დამედო , მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს იცნობთ თუ არა, ის სამშობლოში უნდა დავაბრუნოთ უახლოესი შესაძლებლობით…”
კომენტარები