ცხოველთა უფლებადამცველი, მიშა კაჭკაჭიშვილი:
მას შემდეგ რაც ქალბატონმა ნანა შამათავამ საქალაქო სასამართლო წააგო, მოისყიდა ჩინოვნიკები და გამოძიება დააწყებინა ჩემს წინააღდეგ აbსურდული ბრალდებით ფინანსურ პოლიციას. უცნაური ის არის, რომ მოსარჩელეც და მოსამართლეც ბიძაშვილები არიან. ოროვე “ნანა შამათავაა” და იმ უკანონო გადაწყვეტილებას ყადღების დადების თაობაზე, მხოლოდ მისმა ახლო ნათესავმა მოაწერა ხელი, “მოსამართლე ნანა შამათავამ”.
იმ დროს როდესაც ორმა მოსამართლემ, ბატონმა გზირიშვილმა და ქალბატონმა ლაკერბაიამ, არცერთი სარჩელი არ დაუკმაყოფილა და სასამართლო წააგო. შემდეგ უბინძურესი სიუჟეტი შეუკვეთა ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტებს, რომლებმაც არც კი მოუსმინეს ჩემს იურისტებს და ამოჭრილი ფრაზებით ააწყეს ეს სიუჟეტი. (რომელზეც ბუნებრივია მექნება რეაგირება ქარტიაში)
ეს მიზანმიმართული კამპანიაა იმისა, რომ გზიდან ჩამომაშორონ. და მათ ბინძური სქემები და ქმედებები არ გახდეს საჯარო. გადამწყვეტი ბრძოლა ახლა იწყება !
კომენტარები