საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
„მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ ჩვენ მივიღეთ იძულებული ღონისძიება, რომ ჩაგვეკეტა გარკვეული მსხვილი ქალაქები. ხვალიდან ისეთ ქალაქებში, როგორიც არის ბათუმი და ქუთაისი ყველა სახის შეზღუდვა გადაადგილებაზე მოიხსნება. დარჩება გარკვეული შეზღუდვა თბილისსა და რუსთავში. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული მომიჯნავე რაიონებში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან.
თბილისსა და რუსთავშიც ამ დღეებში ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ვფიქრობ, რომ შესაძლებელია იმედი გვქონდეს, რომ თბილისის და რუსთავის გახსნის საკითხიც კვირის ბოლომდე დადებითად გადაწყდება“
კომენტარები