ერთობის პლატფორმაში მონაწილეობას პარტია “საქართველოსთვის” არ მიიღებს – ყოფილი პრემიერ-მინისტრის გუნდის წარმომადგენელი, მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ ზურაბიშვილის ინიციატივა მათთვის არაერთი მიზეზის გამო მიუღებელია.
არ აქვს მაგას მნიშვნელობა მოგვწონს, თუ არა. ჩვენი პოზიცია არის შემდეგი, ამ პლატფორმაში არ ვიქნებით, მონაწილეობას არ მივიღებთ მარტივი მიზეზის გამო. ბევრი მიზეზია, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი არის ის, რომ იქ არის ადამიანების ყრილობა, რომელთათვისაც ქვეყნის ევროინტეგრაცია, თუ 2024 წლის არჩევნები დაკავშირებული არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან. ჩვენ ამ ადამიანებთან საერთო არ გვაქვს, ამიტომ ამ პლატფორმაში მონაწილეობას არ მივიღებთ”, – ამბობს დაუშვილი.
კომენტარები