თეთრიწყაროში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა, ქვემო ქართლის გუბერნატორმის, შოთა რეხვიაშვილის თქმით, ორივე ინფიცირებული ექიმების კლასტერს განეკუთვნება.
„რაიონში აქტიურად მიმდინარეობს თერმოსკრინინგი, რომელიც უკვე 3 539 ადამიანს ჩაუტარდა. ჯამში ქვემო ქართლში კორონავირუსის 184 დადასტურებული შემთხვევაა. ბოლო 24 საათში 35 საკვლევი მასალა იყო გაგზავნილი, აქედან ორი ფაქტი დადასტურდა თეთრიწყაროში, რომელიც უკვე ცნობილი კლასტერია, ექიმების, ერთი კი ბოლნისში სოფელ გეტაში. მარნეულში ახალი შემთხვევა არ გვაქვს. აქ 22 დადასტურებული ფაქტია. ცხრა დადასტურებული ფაქტია რუსთავში, სადაც ბოლო ფაქტთან დაკავშირებით კონტაქტები მოძიებულია და გავრცელება აღარ ყოფილა“,
კომენტარები