ანა ნაცვლიშვილმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხა: ხვალ რომ პარლამენტში რუსული კანონისმსგავსი შინაარსის კანონი დაინიცირდეს, დაუჭერთ მხარს თუ აღარ დაუჭერთ და შეცვლით პოზიციას?
ანა ნაცვლიშვილი:
ბატონო ირაკლი, როგორც დეპუტატმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, თქვენ მხარი დაუჭირეთ რუსულ კანონს, ხვალ რომ პარლამენტში იგივე შინაარსის კანონი დაინიცირდეს, დაუჭერთ მხარს თუ აღარ დაუჭერთ და შეცვლით პოზიციას? გთხოვთ, ნუ დაიყვანთ ამას ტექნიკურ დეტალებამდე, რომ პრემიერ-მინისტრი ხმას არ მისცემს კანონს – ეს ყველამ ვიცით. თუ გახდებით პრემიერ-მინისტრი და პარლამენტში დაინიცირდება რუსული კანონის მსგავსი შინაარსის მქონე კანონი, მხარს დაუჭერთ თუ არ დაუჭერთ?
ანა ნაცვლიშვილი მიერ რუსული კანონის შესახებ დასმულმა კითხვამ კობახიძისადმი, რატომღაც შალვა პაპუაშვილი გააღიზიანა და კანონზე დასმულ კითხვას, გულსაბნევზე საუბრით უპასუხა:
“ქალბატონო ანა, შეგატყვეთ, რომ გულსაბნევი გაქვთ ევროკავშირის დროშით და საქართველოს დროშით. მესმის, რომ როგორც ჩანს სადღაც გაჩუქეს ეს გულსაბნევი, თუმცა მე მგონი თქვენ პარტიას არ გაუჭირდება დაამზადოს სხვა სახის გულსაბნევი, ვინაიდან, თქვენ ხართ საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო ეროვნული დროშის გამოსახვის სტანდარტი გულისხმობს, რომ ჯერ უნდა იყოს საქართველოს დროშა, შემდეგ ნებისმიერი სხვა დროშა. ამიტომ თქვენ გულსაბნევზე თქვენგან მარჯვნივ უნდა იყოს ჯერ საქართველოს დროშა, შემდეგ ევროკავშირის დროშა, გთხოვთ და იქნებ თქვენ პარტიაში შეძლოთ და ასეთი სახის გულსაბნევები დაამზადოთ”
კომენტარები