იგეგმება თუ არა რემდესივერით მკურნალობა – საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი ამ კითხვას პასუხობს:
“რაც შეეხება რემდესივეროთერაპიას, როდესაც ქვეყანაში ამის აუცილებლობა და საშუალება გაჩნდება, აუცილებლად დავიწყებთ მის გამოყენებას, ოღონდ ეს არ იქნება პირადად ჩემი ან კლინიკის გადაწყვეტილება.
თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ საუნივერსიტეტო კლინიკა ვართ და კონტაქტი გვაქვს მსოფლიო მედიცინის რამდენიმე წამყვან ცენტრთან და მათთან შეთანხმებითა და გადაწყვეტილებით მულტიდისციპლინურად დავნიშნავთ“ – (ნიუპოსტი)
“ალია” – მართალია, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მკურნალობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს ათანხმებენ თენგიზ ცერცვაძესთან – მაგრამ, როგორც ჩანს, მსოფლიო მედიცინის წამყვანი ცენტრები მაინც სხვა ქვეყნებშია.
კი, ბატონო, დაველოდოთ, რას იტყვიან მსოფლიოს წამყვანი ცენტრები, მანამდე კი ერთი პატარა პრობლემაა – არ შემოგვიტანია ეს წამალი ქვეყანაში ჯერ, არა!
კომენტარები