იმის გათვალისწინებით, რომ ცალკეული პირების მიერ ვრცელდება ინფორმაციები თითქოს ცოტნე გამსახურდია ისევ აჯიბადემშია და არ უტარდება მედიკამენტოზური მკურნალობა “თაიმერი” ექსკლუზიურად გთავაზობთ დაზუსტებულ და გადამოწმებულ ინფორმაციას მისი მდგომარეობის შესახებ.
“ცოტნე გამსახურდია ახლა განაგრძობს მკურნალობის კურსს ისტანბულთან ახლოს მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც ის გადაყვანეს აჯიბადემიდან. ეს ცენტრი არანაირად არ ეკუთვნის აჯიბადემს. პროცესი მიმდინარეობს საქართველო პრემიერმინისტრის კანცელარიის ზედამხედველობით და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კონტროლქვეშ. რობოტით ვერტიკალურ მდგომარეობაში ის არის 1 საათს, მჯდომარე მდგომარეობაში დაახლოებით 2-3 საათს. ამჯერად მას შეუძლია მთელი დღე ეღვიძოს, რაც აჯიბადემის კლინიკაში ყოფნისას ვერ ხერხდებოდა. ნერწყვს ყლაპავს, შეუძლია ასევე თხევადი საკვების მცირე ულუფების გადაყლაპვა. ახერხებს როგორ ხელის, ისე ფეხის გამოძრავებას მას შემდეგ, რაც ამაზე მითითებას იღებს ექიმისგან. ჯერ ვერ ლაპარაკობს. რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად გაგრძელდება ვიდრე მაქსიმალურად არ იქნება შედეგი.
თავიდან ცოტნეს გადაყვანა დაგეგმილი იყო ევროპაში, ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში, თუმცა კორონავირუსის გამო ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, რამდენადაც საზღვრები ჩაიკეტა. რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი სავარაუდოდ ევროპაში გაგრძელდება მას შემდეგ, რაც გადაადგილება შესაძლებელი იქნება”.
შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია თბილისში, გალის ქუჩაზე, 19 დეკემბერს დაჭრეს.
“თაიმერი”
კომენტარები