“ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი შეზღუდვების მოხსნასა და ეკონომიკური საქმიანობის აღდგენას ითხოვს.
„მიმდინარე პანდემიამ დაადასტურა, რომ მთავრობას ჩვენი ხალხისთვის შინაპატიმრობის მეტი არაფერი ემეტება.
ერთადერთი ხელისუფლებაა დედამიწაზე, ამ საბედისწერო ჟამს, რომ ხალხისთვის არაფერი გაიმეტა.
ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის განცხადება რომელიც მორიგი წუწაობა და ბლეფია. მათ აღადგინეს მშენებლობები.
მე ვაფრთხილებ ე.წ მთავრობას, მანამ, სანამ მოსახლეობა მასობრვი გამოსვლებს დაიწყებს, უკან წაიღეთ საგანგებო მდგომარეობა, კომენდანტის საათი, აღადგინეთ ეკონომიკა, ხალხი დააბრუნეთ სამუშაო ადგილებზე.
თქვენ უარი თქვით ხალხის დახმარებაზე, მიეცით მათ საშუალება თვითონ გადაირჩინონ თავი“
კომენტარები