ვეტერანი, გიორგი კასრაძე:
იპოთეკურ სესხს მთავაზობს საქართველოს ბანკი. ძალიან გაბრაზებული ვარ ამ ბანკზე. ერთ ისტორიას მოგიყვებით, რომელიც რამდენიმე წლის წინ გადამხდა თავს.
საქართველოს ბანკში მქონდა იპოთეკური სესხი. ვიხდიდი 450 ლარს თვეში 5 წლის განმავლობაში ( 1 დღე არ გადამიცილებია). 3 წლის უკან გამიძვირეს და მოუწია 460 ლარი, შემდეგ თვეში 470, 480, 490 და ბოლოს აიყვანეს 520 ლარზე. მივედი ბანკში და ვთხოვე რომ აღარ აეწიათ პროცენტი, იმ მიზეზით რომ ვეღარ ვიხდიდი. პასუხი იყო სასტიკი უარი. პირიქით კიდევ ვაპირებთ გაძვირებასო. ჩავარდი ძალიან ცუდ დღეში
ფაქტიურად სახლს მართმევდა საქართველოს ბანკი. მდგომარეობა საგანგაშო იყო.
იძულებული გავხდი სასწრაფოდ მესესხა
ფული და დამეფარა დარჩენილი თანხა 25 000 ლარი.ერთმა ოჯახის ძალიან ახლობელმა გამიმართა ხელი. ეს თანხა მივიტანე ბანკში, რომელიც თავისუფლების მოედანზე მდებარეობს ქალაქის საკრებულოს გვერდით. წარმოიდგინეთ ბანკი არ იღებდა თანხას, მთხოვდნენ იმის ახსნას, რომ საიდან მქონდა ეს ფული. დაცვაც კი გამოიძახეს და მითხრეს იკეტება ბანკი და შენობა დატოვეო. არადა სამუშაო საათები იყო. მეც გაუძალიანდი უთხარი თანხა შემომაქვს ბანკს კი არ ვძარცვავ მეთქი. ჩემს შესახებ უთხარი რომ სამხედრო ვარ, რამდენიმე ომის მონაწილე და იქნებ გაეთვალისწინებინათ ჩემი კანონიერი მოთხოვნა.
შემოთავაზება იყო ასეთი: პროცენტს დაგიწევთო. მე უთხარი თქვე კაი ხალხო ერთი კვირაა გეხვეწებით 500 ლარს გადაგიხდითქო და მეტი არ მომთხოვოთ მეთქი მაგრამ უარი მითხარით. ეხლა რომ დაინახეთ სრულად მინდა სესხის განოლება მევაჭრებით მეთქი? ეხლა მე წავედი კატეგორიულ უარზე. სიმართლე გითხრათ ძალიან დაუცელად ვიგრძენი თავი სამ ომგამომვლილმა, 17 წლის ასაკიდან ქვეყნის თავდადებისათვის მუდამ მზადყოფნაში მყოფმა ადამიანმა.
დიდი ძალისხმევის შემდეგ და პირადად მენეჯერთან არასასურველი საუბრის და ემოციების ამოფრქვევის შემდეგ როგორც იქნა დავითანხმე ამ თანხის მიღებაზე.
როგორც იქნა დავხურე ეს იპოთეკური სესხი და ამოვისუნთქე. მას შემდეგ ამ სესხის ხსენებაზე ცუდად ვხდები. დიდება უფალს რომ ისმინა ჩემი თხოვნა და მადლობა იმ ადამიანს, ვინც გვერდში დამიდგა და ბინის დაკარგვას გადამარჩინა.
დღეს კი ასე ვფიქრობ და გირჩევთ: არაფრისდიდებით არ აიღოთ იპოთეკური სესხი, არანაირი პირობით, შიმშილით რომ ვკვდებოდეთ, თავზე რომ გვენგრეოდეს ყველაფერი. მიწა შევჭამოთ და იპოთეკურ სესხი არ ავიღოთ.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ბანკი გამოეხმაურება წერილს, მასალა განახლდება.
კომენტარები