სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის აპრილში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხილი 45%-ით, რძის ნაწარმი 23%-ით, ხორცპროდუქტები 15%-ით, პურპროდუქტები კი 8.4%-ით გაძვირდა.
„საქსტატმა“ აპრილის ინფლაციის მაჩვენებელი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც აპრილში წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა.
ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
ხილი და ყურძენი (45.4 პროცენტი),
რძე, ყველი და კვერცხი (23.2 პროცენტი),
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16.9 პროცენტი),
ხორცი და ხორცის პროდუქტები (15.0 პროცენტი),
თევზეული (14.9 პროცენტი),
ბოსტნეული და ბაღჩეული (14.1 პროცენტი),
ზეთი და ცხიმი (11.0 პროცენტი),
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.0 პროცენტი),
ყავა, ჩაი და კაკაო (10.0 პროცენტი)
და პური და პურპროდუქტები (8.4 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 4.9 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში შეადგინა 0.39 პროცენტული პუნქტი. ფასების ზრდა დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების (8.4 პროცენტი) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურების (4.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.
კომენტარები