პარტია ,,საქართველოსთვის” წევრი, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,კობახიძის გაპრემიერებიდან მეორე დღეს კალაძის კაცი – ვაკის პარკის ტრაგედიის ერთ-ერთი ფიგურანტი, მერიის მაღალჩინოსანი ციხიდან შინაპატიმრობაში სამაჯურით რომ გადადის (ისე, რომ სასჯელის ნახევარიც არ მოუხდია) ამაზე რას იტყვის კობახიძე-კალაძის დაჯგუფება?
ყველაფერი იცით როგორ დაიწყო? ვაკის პარკის ტრაგედია კალაძის ელიტური კორუფციის გამო დატრიალდა. ტრაგედიიდან მალევე კობახიძე გამოვარდა და მათი დაჯგუფების ლიდერის – კალაძის დასაცავი სპეცოპერაცია ჩაატარა: პროკურატურას და სასამართლოს მიუთითა რა გადაწყვეტილება მიეღოთ – აქ სისტემური და მითუმეტეს კორუფცია არ იკვეთებაო. მომდევნო დღეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა დაკავებულებს ყველა მუხლით, გარდა კორუფციისა.
კობახიძის გაპრემიერებიდან მეორე დღეს კალაძის კაცი ციხიდან სახლში წავიდა.
ეს არის სისტემური პოლიტიკური კორუფცია და კობახიძე ამ კორუფციის სახეა!”
ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებულ მერიის თანამშრომელს პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
კომენტარები