დეკანოზის ძმა გიორგი მამალაძის გათავისუფლებას ადასტურებს, თუმცა ვერ აკონრკრეტებს, რის საფუძველზე დატოვა სასულიერო პირმა საპყრობილე. ამის შესახებ თორნიკე მამალაძემ ეკა მიშველაძის “საჯარო პოლიტიკაში” ისაუბრა. მამა გიორგი მამალაძის ძმა ამბობს, რომ მისი ძმა მას ჯერ კიევ საპყრობილიდან დაუკავშირდა და გათავისუფლების ამბავიც იქიდან ამცნო. ამასტან, თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ მეტი დეტალი უკვე ხვალ გახდება ცნობილი.
,,ერთაერთი ინფორმაცია, რაც მაქვს, არის ის, რომ ის ნამდვილად თავისუფალია, საპყრობილე დატოვა უკვე, მოემართება სახლისკენ, ქობულეთისკენ. სადღაც ოირ-სამი საათის უკან ჩემი ძმა თავად დამიკავშირდა საპყრობილედან და მაცნობა გათავისუფლების შესახებ. მეტი დეტალი ჩემთვის უცნობია, რის საფუძველზე გაათავისუფლეს. დარწმუნებული ვარ, ეს პრეზიდენტის შეწყალება არ არის. ამის კითხვის საშუალებაც არ მქონდა, გამომდინარე იქიდან, რომ 7 წლის განმავლობაში ველოდებით ამ დღეს, აქედან გამომდინარე, ჩემტვის უპირველესად მნიშვნელოვანი იყო ის, რომ უნდა გათავისუფლებულიყო და ხვალ და ზეგ უკვე გახდება ცნობილი დეტალები. ერთადერთი შემიძლია ვთქვა ის, რომ უდოს კომისიაზე გვქონდა განცხადება გაგზავნილი წინა წლის ნოემბერში და პასუხი მოგვივიდა გაურკვეველი, რომ სამთვიანი ვადა ითხოვა უდოს კომისიამ და ეს ვადა უნა გასულიყო 19 თებერვალს და დღეს უკვე მირეკავს ცემი ძმა და მეუბნება, რომ გათავისუფლებულია.“
მამა გიორგი მამალაძის ძმა ამბობს, რომ დეკანოზის გათავისუფლებასთან დაკავშირებით არავისთან კომპრომისზე საუბარი არ ჰქონიათ. მისი თქმით, იმ 7 წლის განმავლობაში, რაც გიორგი მამალაძემ ციხეში გაატარა, არაერთი მცდელობა ყოფილა, რომ აღიარებითი ჩვენება მოესმინათ, რის სანაცვლოდაც თავისუფლებას ჰპირდებოდნენ:
,,არავის არ გვქონია კომუნიკაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე კომპორომისზე წავსულიყავით.
ამ 7 წლის განმავლობაში ჩემი ძმისგან აღიარებითი ჩვენების მოპოვებას ცდილობდნენ სანაცვლოდ იმ წუთასვე გაათავისუფლებდნენ. 7 წელი კი არა 1 თვე არ მოუწევდა ჩემ ძმას საპყრობილეში ყოფნა.
თუ 7 წელი მოითმინა და ამ 7 წლიდან 5 წელი პარალიზებული, ამ დარჩენილ ორ წელსაც შეძლებდა და ცუხეში გაატარებდა. აქიდან გამომდინარე, არავისთან ვაჭრობაზე არ წავსულვართ“
კომენტარები