ჩვენ გამარჯვების აღლუმის გაუქმების მიზეზი არ გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს რაიმე გავლენას არ მოახდენს ჩვენი ხალხის ჯანმრთელობაზე, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა. მისივე თქმით, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებასთან დაკავშირებული ღონისძიებებისთვის მინსკი დიდი ხანია ემზადება და „ამ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას“ ვერ გადადებს.
„იქ არავის ვექაჩებით და ძალით არავის მივათრევთ. დარწმუნებული ვარ, რომ იმის გარეშეც, რომ ხალხს არ დავაძალოთ, ისედაც ბევრი ხალხი მივა.
თუკი სადმე კითხულობთ, რომ ლუკაშენკო ჭკუიდან შეიშალა და ამას აკეთებს, არ მოუსმინოთ“
კომენტარები