იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ხონის და სამტრედიის ეპისკოპოსის, მეუფე საბას ქადაგებას, გამოეხმაურა.
საუბარია სასულიერო პირის განცხადებაზე, სადაც იგი სადაც ის ამბობს, რომ მალე დედამიწის მოსახლეობას შესთავაზებენ ვაქცინას, რომელიც ეშმაკის ხელში იარაღად იქცევა.
“ყველა ადამიანის ასეთი განცხადება, მით უფრო, როდესაც მათი გავლენა საზოგადოებაზე არსებობს, შეიძლება დამაზიანებელი იყოს მთლიანად სამყაროსთვის და გლობალური ჯანმრთელობისთვის…თუ ვაქცინა იქნება, პირობას ვიძლევი, რომ პირველი მე გავიკეთებ და ბევრი ადამიანი ამას დათანხმდება. განსხვავებული აზრი იარსებებს და ამ აზრს ჩვენ მხოლოდ სწორი ინფორმაციის მიცემით უნდა დავუპირისპირდეთ“
კომენტარები