სუსის ყოფილი მაღალჩინოსანის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი, სოსო გოგაშვილის შვილი, ნინი გოგაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
581-ე დღეა დღეს, რაც მამაჩემი ცრუ ბრალდებების გამო უკანონოდ არის დაპატიმრებული.16 ივლისს შეიძლებოდა დიდი სტრესის ფონზე ჩემი ან რომელიმე ჩემი ოჯახის წევრის გული გაჩერებულიყო იმდენად სასტიკად მოგვექცნენ იმ ღამეს. როცა გავიგე რაც მოხდა და მანახეს ის კადრები, სუნთქვა აღარ შემეძლო, არც ტირილი. 14 საათი ვუყურებდით შეუარაღებულ სპეცრაზმელებს, დაკავებულ, მამას, რომელსაც ფიზიკური ზიანი მიაყენეს ჩვენს სახლში შემოვარდნისთანავე, ამის შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნაც არსებობს და კიდევ რამდენი შეცდომა დაუშვეს აქ აღარ დავწერ. ამის დავიწყება დღემდე ვერ შევძელი. ბევრი რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ფილმი მინახავს, სადაც ბოლოს დამნაშავეები ყოველთვის უარესად ისჯებიან ვიდრე მათი მსხვერპლი. ფილმების იმედზე არ ვარ, მაგრამ ღმერთის იმედს არასდროს ვკარგავ და ეს თუ გაქვს უკვე გამარჯვებული ხარ.უსამართლო სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ბევრი დაბოღმილი, შეუმდგარი, შურით აღსავსე ადამიანი ცდილობს საკუთარი კეთილდღეობის გამო სხვა ადამიანი სასიკვდილოდაც კი გაწიროს. შეიძლება იგივე არა, მაგრამ დარწმუნებული ვარ თითოეულ თქვენგანს გამოუცდია საკუთარ თავზე მსგავსი უსამართლობა, ცილისწამება…მივხვდი, რომ მთავარია ასეთმა ადამიანებმა ვერ შეძლონ შენში სიძულვილის არსებობა, არ დაგავიწყონ ყველაზე მნიშვნელოვანი – ყოველთვის გააგრძელო სიკეთის კეთება, უანგაროდ ადამიანების გვერდში დგომა, ვისაც ეს სჭირდება და სხვისთვის იყო ადამიანობის მაგალითი და ბოლოს არასდროს დაგავიწყდეს, რომ ამ სამყაროში ყველაფერი დროებითია.
დღეს მამამ დაგვირეკა. 15 წუთი შეგვიძლია ვესაუბროთ კვირაში ერთხელ. ბოლო წამები ყველაზე რთულია ხოლმე, ყველა ძალიან ხმამაღლა ვეუბნებით, რომ ძალიან გვიყვარს და უცბად ითიშება, მაგრამ არაუშავს, ესეც დროებითიასოსო გოგაშვილი მიყვარხარ!
კომენტარები