ესპანეთსა და საფრანგეთს შტორმმა „გლორიამ“ გადაუარა. დაიღუპა, სულ მცირე, ოთხი ადამიანი.
სტიქია ესპანეთის აღმოსავლეთ ნაწილს დაატყდა თავს. დახურულია ვალენსიისა და განდიის პორტები. სანაპიროზე ტალღების სიმაღლემ 5-7 მეტრს მიაღწია. ბალეარის კუნძულებზე ძლიერი შტორმი და წყალდიდობა იყო, რამაც ქაოსი გამოიწვია. ესპანეთის 30-ზე მეტ პროვინციაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადეს.
შტორმს დიდთოვლობაც დაემატა. კატალონიაში ამის გამო გზებზე სატვირთოებისა და ავტობუსების მოძრაობა აიკრძალა. დაიკეტა 30-მდე გზა. აეროპორტმა „ალიკანტემ“ მუშაობა შეაჩერა, გადაიდო რეისები.
ამის შემდეგ სტიქიამ საფრანგეთში გადაინაცვლა. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე საგანაგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. აღნიშნულ რეგიონებში პოლიციის დამატებითი ძალები და მეხანძრეები გაგზავნეს.სინოპტიკოსების შეფასებით, ამ რეგიონში 1982 წლის შემდეგ ასეთი სიძლიერის შტორმი არ ყოფილა.
კომენტარები