ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში ანეკდოტს აქვეყნებს:
,,ჩემმა უცხოელმა მეგობარმა ასტროლოგმა დადო ეს ანეგდოტი და რომ არ ვთარგმნო, მოვკვდები. 😀
ასტროლოგი მიდის ბორდელში.
მას გოგოს ურჩევენ:
– აი, ეს კარგი გოგოა, ზიზი.
– როდის დაიბადა? მომეცით მისი დაბადების მონაცემი.
– აგერ ბატონო, მისი დაბადების თარიღი.
– მმმმ, ვენერა – თხის რქაში. უფრო მხურვალე მინდა.
– აი, ეს ლილიაა. ძლიერი გოგოა.
– მომეცით დაბადების მონაცემები. უჰ, უჰ, მარსი – ვერძში. უფრო მშვიდი მინდა.
– რა გაგვიტრაკე საქმე ძმაო. წადი პერსონალის მონაცემთა ბაზაში და იქ არის ყველას დაბადების თარიღი.
მიდის ასტროლოგი, არჩევს და არჩევს და შემოაქვს ერთი დაბადების თარიღი.
– აი, ეს მინდა, ვენერა – სასწორში აქვს.
ყველას თვალები შუბლზე ასდის:
– დარწმუნებული ხართ?
ასტროლოგი ჯიუტობს:
– რა თქმა უნდა.
– ეს ჩვენი დარაჯი ვასილ მაკაროვიჩია. კია სამოცდაათი წლის, მაგრამ რა გაეწყობა. ბატონო ვასიიიილ, თქვენთან არიან!”
კომენტარები