“ხალხის ძალის” წევრის, დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საქართველოში ბავშვთა სიღარიბე ჯერ კიდევ პრობლემად რჩება, თუმცა ამ თემაზე ხელისუფლება მუშაობს და შედეგებიც ხელშესახებია.
ასე უპასუხა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას დეპუტატმა ოპონენტების განცხადებებს იმის შესახებ, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილით იღუპებიან.
„ბევრჯერ მოგისმენიათ ალბათ, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილით იღუპებიან. თვითონ გაზომეთ ტყუილი: – რამდენი ბავშვი იცით საქართველოში შიმშილით დაღუპული? – არც ერთი.
ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ბავშვთა სიღარიბე ქვეყანაში ჯერ კიდევ პრობლემად რჩება, მაგრამ UNICEF-ის და მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე ქვეყანაში 50%-ით არის შემცირებული. ანუ ნაციონალური მოძრაობის დროს ქვეყანაში 77 000 ბავშვი არასრულფასოვნად იკვებებოდა, დღეს ეს მაჩვენებელი განახევრებულია, ანუ დინამიკა პოზიტიურია. მაგრამ ეს პრობლემა პრობლემად რჩება და ამას სჭირდება შრომა და არა სპეკულაცია“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
კომენტარები