ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი მთავარი გასაღები იმ ინფორმაციებზე წვდომაა, რომელიც გამოსახულია რიცხვებით თქვენი ორგანიზაციის ანალიტიკასა და სტატისტიკებში.
ინფორმაციის მიღება და დამუშავება ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმეა ბიზნესის მართვაში, მაგრამ თანამედროვე სამყაროში, სადაც ასე განვითარებულია ტექნოლოგიები ბევრად უფრო გამარტივდა პროცესები. მთავარია, მიაგნოთ იმ სწორ სისტემას, რომელიც ბიზნესის განვითარებაში დაგეხმარებათ.
თუ ფლობთ ნებისმიერი ტიპის სავაჭრო ობიექტს, თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისეთი პროგრამის არსებობა, რომელიც მოგაწვდით ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას თქვენს ობიექტზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. იქნება ეს გაყიდვები, შესყიდვები, მომგებიანობა, შემოსავლები, მარაგები და.ა.შ.
ასეთი კი გახლავთ ოპტიმო, რომელსაც მისი საჭიროებიდან გამომდინარე მაღაზიის პროგრამას უწოდებენ, იგი ერთ სივრცეში უყრის თავს ყველა ინფორმაციას და საქმის კურსში აყენებს მენეჯერსა თუ ბიზნესის მფლობელს ობიექტზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მაშინაც კი, როცა ფიზიკურად ადგილზე არ იმყოფება. ეს ყველაფერი კი იმის გათვალისწინებით ხდება, რომ ოპტიმო ღრუბელზე დაფუძნებული პროგრამა, რაც იძლევა ბიზნესის დისტანციურად მართვის შესაძლებლობას როგორც ლეპტოპით, ასევე მობილურით.
გარდა ამისა, ოპტიმო აღრიცხავს, მართავს და აკონტროლებს მარაგებს. ოპტიმოს პროგრამაში ერთჯერადად პროდუქციის შეყვანის შემდეგ, მუდმივად გექნებათ განახლებული ინფორმაცია პროდუქციის რაოდენობის შესახებ, გეცოდინაბეთ, რისი მარაგი იწურება და რა უნდა შეისყიდოთ სასწრაფოდ, რომ თარო თავისუფალი და მომხმარებელი კი უკმაყოფილო არ დარჩეს.
გაყიდვების სტატისტიკა იძლევა ნიშანს იმ პროდუქციის შესახებ, რომელსაც უჭირს რეალიზაცია. ეს კი თავის მხრივ იმის მანიშნებელია, რომ საჭიროა მარკეტინგული აქტივობები, აქციები და ფასდაკლებები.
ბაზარზე ხშირად იცვლება პროდუქციის გასაყიდი ფასები. თუ ოპტიმოს პროგრამით სარგებლობთ, არ არის აუცილებელი ყველაფრის ფასი გახსოვდეთ, რადგან ოპტიმო მიგანიშნებთ ცვლილებებზე და მარტივად შეძლებთ, ნახოთძველი შესყიდვის ფასი და განსაზღვროთახალი გასაყიდი ფასი სწორად.
კონკრეტულად რატიპისბიზნესებსსჭირდებათოპტიმო?
ოპტიმოს იყენებენ ნებისმიერი ტიპის სავაჭრო და კვების ობიექტები, კაფეები, ბარები, საკონდიტროები, სურსათის, საიუველირო, აქსესუარების, ავტონაწილების მაღაზიები, დრაივები, რომელთა ინტერნეტით უზრუნველყოფაზეც თავად ოპტიმო ზრუნავს, თუ ამის საჭიროება ჩნდება.
ოპტიმოს გამოყენება პირველი 14 დღის განმავლობაში სრულიად უფასოა, რათა გაიცნოთ და მოირგოთ ის, შემდეგ კი თვეში 40 ლარად შეძლებთ ოპტიმოს უსაზღვრო შესაძლებლობებით სარგებლობას.
ეწვიეთ საიტს optimo.ge, მოითხოვეთ დემო, დატოვეთ თქვენი კოორდინატები შესაბამისი აპლიკაციის მეშვეობით და ოპტიმოს წარმომადგენლები გაგიწევენ ყველანაირ კონსულტაციას თქვენთვის საინტერესო საკითხებზე.
კომენტარები