ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:
მარტო მე მეჩვენება, რომ ეს არ არის ნორმალური ამბავი? საინტერესოა რას იტყვიან პარტნიორები – მართალს ამბობს კობახიძე და მართლა ქოცებთან ჟღურტულის რეჟიმში გადავიდნენ კობახიძის ფეხების ბაკუნის შედეგად?
ირაკლი კობახიძე
თავის დროზე იყო ასეთი ვითარება, იყო უსამართლო განცხადებები, რაზეც ჩვენ გვიწევდა რეაგირება, მე მქონდა ერთ-ერთი შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან სადაც მას პირდაპირ განუცხადე, რომ თუ შეწყდებოდა უსამართლო განცხადებები ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან, ამ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან იქნებოდა ნული რეაქცია, ნული ნეგატიური განცხადება და სწორედ ასე წარიმართება დღეს პროცესები, თქვენ ხედავთ, რომ არსებითად შეწყდა უსამართლო განცხადებები, რეზოლუციები ევროპის მხრიდან, შესაბამისად ჩვენ აღარ გვიწევს რეაგირება ასეთ საკითხებზე, რაც დადებითად აისახა უკვე ბუნებრივია ორმხრივ ურთიერთობებზე.
სადაც იქნება სამართლიანი მიდგომა, სადაც იქნება კონსტრუქციული მიდგომა იქ ბუნებრივია ძალიან მჭიდროდ განვითარდება ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის, მე მადლობას გადავუხდი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, რომელმაც პერსონალურად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ ყველაფერში, ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელიც გაგებით მოეკიდა ჩვენს პრეტენზიებს და საბოლოო ჯამში სწორედ ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ დღეს ჩვენ აღარ ვისმენთ უსამართლო განცხადებებს, უსამართლო რეზოლუციებს და შესაბამისად, ჩვენი მხრიდანაც რიტორიკა არის პოზიტიური.
კომენტარები