იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები დღეიდან გაიხსნება და ახალი პრინციპით იმუშავებს: მოქალაქე შენობაში შესვლას და სერვისის მიღებას მისთვის სასურველ დღესა და დროს შეძლებს, თუკი ვიზიტს my.gov.ge-ს პორტალზე დაჯავშნის.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ფილიალებში სერვისების მისაღებად საჭირო დაჯავშნის ელექტრონული სისტემა ამოქმედდა, რის შედეგადაც, გარდა საკარანტინე ზონებში მდებარე ფილიალებისა, იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრების ყველა ფილიალი გაიხსნა.
კომენტარები