5 მაისიდან ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობა ნებადართულია. ამ გადაწყვეტილების შესახებ გუშინდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც ლოჯისტიკური ბიზნესისთვის, ასევე გადაზიდვებისთვის. „ეს ის ნაბიჯია, რომლის გადადგმის და განხორციელებისთვის შესაძლებლობაც გვაქვს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
კომენტარები