პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
უკანასკნელ პერიოდში ერთი საშინელი კოშმარი მესიზმრება ხოლმე, მეგობრებს მოვუყევი და ვერაფერი მირჩიეს…
ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც პურ-ფუნთუშეულისა და კოკა-კოლის მიღებაზე უარი ვთქვი.ღამით ცხელი პურის სურნელი მაბრუებს, მის კვალს მივყვები და მოულოდნელად ჩემი ბავშვობის თონეში (მელიქიშვილისა და ქუჩიშვილის შესახვევის კუთხეში იყო ჯადოსნური სარდაფი) ამოვყოფ ხოლმე თავს, ჩავდივარ თონის კიბეებზე, პურის სურნელი და არაჩვეულებრივი სითბო ბედნიერების განცდას მიღვივებს, ბოლო საფეხურს გადავაბიჯებ და …თონეში ნაჭრის თეთრ ხალათსა და თეთრ ქუდში გამოწყობილი მოხუცი კაცია ჩაყუდებული. უსწრაფესად სწორედება წელში, გაზეთ “სარბიელში” გახვეულ შოთებს მაწვდის, თვალს მიკრავს და მეუბნება:– შვილო, სახლამდე მიიტანე, ბოლომდე არ შეჭამო!პურის მცხობელი კი, არც მეტი და არც ნაკლები, თემურ ჭყონიააელდანაცემს მეღვიძება, მერე რაღა დამაძინებს?! მთელ ღამეს თეთრად ვათენებ…მაცივარშიც მხოლოდ ჩვეულებრივი წყალი ან კომშის კომპოტი დევს, საპურეშიც მხოლოდ “ბებოს ლავაში” და წიწიბურის “ხლებცია”.
მოკლედ, როგორც პოეტი იტყოდა:“ღამით თვალგახელილს მძინავს,თავქვეშ იარაღი მიდევს!”.
კომენტარები