არასამთავრობო ორგანიზაცია “მეგობრობა და სამართლიანობა”-ს წევრი ზურაბ მეზვრიშვილი ირწმუნება, რომ მას სუს-ის 4 თანამშრომელი თავს დაესხა და რკინის ხელკეტებით სასტიკად სცემა.
ჩამსხვრეულია მეზვრიშვილის კუთვნილი ავტომობილის მინები და ძალადობის კვალი მასაც აღენიშნება.
მამაკაცი სკანდალურ განცხადებასაც აკეთებს და აღნიშნავს, რომ სუს-ის თანამშრომლები მას და მის მეგობარ ქალს უკანონოდ უსმენდნენ და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით აშანტაჟებდნენ.
მეზვრიშვილი ამბობს, რომ მასზე თავდასხმის ფაქტს თვითმხილველები ჰყავს.
ნიუპოსტი
კომენტარები