პირველის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, დღეს კლინიკიდან 6 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერება.
„კლინიკაში ამჟამად 79 პაციენტია, რეანიმაციაში 5 პაციენტი. დღეს განხორციელდება ერთი პაციენტის რეანიმაციიდან გადაყვანა. მართვით სუნთქვაზე რჩება 2 პაციენტი, აქედან ორის მდგომარეობა მძიმე. სხვა პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, კორონავირუსით ინფიცირებულია 61 პაციენტი, დღეს კლინიკიდან ეწერება ექვსი გამოჯანმრთელებული პაციენტი“, – აღნიშნა რატიანმა.
კომენტარები