გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში გრიგოლ ვაშაძის გუშინ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. ჯაფარიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„გრიგოლ ვაშაძის გუშინდელ ჩართვას ვუსმინე ეკა კვესიტაძესთან.
ყველას დიდი მადლობა, მაგრამ პროპორციული არჩევნების დადება კონკრეტულად ჩვენი, „ნაციონალური მოძრაობის“ დამსახურებააო. არაფერი შეგეშალოთო. ჰოდა:
„გირჩი“ გააგრძელებს კონსულტაციებს „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ ლიდერებთან (ისევე, როგორც სხვა პარტიებთან) იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა შევცვალოთ ქვეყანა ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ (როგორ დავშალოთ სისტემა, როგორ მოვახდინოთ ბოლშევიკების მიერ ჩამორთმეული ქონების რესტიტუცია).
მაგრამ, ჩვენ არაფერზე დაველაპარაკებით გრიგოლ ვაშაძეს.
მათ შორის, ოპოზიციის ერთიანი საკონსულტაციო ფორმატის იმ შეხვედრებში, სადაც ეს ადამიანი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი და პარტიის პოზიციის გამხმოვანებელი, ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ.
კიევიდან როგორ ჩანს, არ ვიცი, მაგრამ აქ ყ** არავინ არ არის“
კომენტარები