თბილისში, ნავთლუღის ბაზარში მისულმა მოვაჭრეებმა მუშაობა ვერ განაახლეს, რადგან ბაზარი დაკეტილია. ფაქტმა მათი გაღიზიანება გამოიწვია.
მოვაჭრეების თქმით, ბაზრის ადმინისტრაცია ახალი რეგულაციებისა და სოლიდური ჯარიმის შიშით ბაზრის გახსნას არ აპირებს.
შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოვაჭრეები საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.
“იმ ზომამდე მიგვიყვანენ, ამ დამშეულ ხალხს, რომ ქუჩაში გამოგიყვანენ, აღარც კომენდანტის საათი უშველით და არც საგანგებო მდგომარეობა”- აცხადებენ მოვაჭრეები,
ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენელი კი ამბობს, რომ ბაზარში ზედამხედველობის სამსახური შევიდა და კონკრეტული მოთხოვნები წარადგინეს.
კომენტარები