5 მაისს, საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წერილით მიმართა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და ინტერპელაციის წესით საპარლამენტო სესიაზე დაიბარა.
„ნაციონალური მოძრაობა“ პრემირ-მინისტრისგან ითხოვს პასუხს თუ რატომ ვერ მოხერხდა სიღარიბის შემცირება ქვეყანაში.
რა გავლენა მოახდინა საგანგებო მდგომარეობის პირობებში ხელისუფლების მიერ დაშვებულმა შეცდომებმა მოსახლეობის სოციალური მდგომარობის გაუარესებაზე და რა ზომებს იღებს მთავრობა მის გამოსასწორებლად.
საპარლამენტო ფრაქციას სურს პრემიერისგან მოისმინოს, რა მდგომარეობაშია ბავშვთა სიღარიბე ქვეყანაში და რითი აპირებს პენსიონერების სიღარიბის ზრდის შეჩერებას მზარდი ფასებისა და ლარის გაუფასურების პირობებში?
საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერ-მინისტრს პლენარულ სხდომაზე რეგლამენტით განსაზღვრული წესის თანახმად, 29 მაისს ელის.
კომენტარები