საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტებთან განაცხადა:
“შემოდგომაზე თუ გვექნა მოცემულობა, რომ მსოფლიოში იქნება პანდემიის ახალი, მეორე ტალღა და ეს აისახა ჩვენს ქვეყანაზეც, ჩვენ, ისევე როგორც მაგალითად ეუთო/ოდირის რეკომენდაციის შესრულების ნაწილში, სამუშაო ჯგუფში ვმსჯელობთ ამ თემაზე.
ყველაფერი ეს მიმართული იქნება იმისკენ, რომ ჩვენ გარანტირებულად შევძლოთ, ისევე როგორც ეს კონსტიტუციაშია ჩაწერილი, შესაბამის თარიღში არჩევნების ჩატარება და აღსრულება ამ მიზნის.
ჩვენ მზად ვართ, რომ გავხსნათ მსჯელობა ამ საკითხზე, ვიმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ არჩევნები დათქმულ თარიღში ჩატარდეს და მივიღოთ სპეციალისტების რჩევები, ასევე მივაღებინოთ ამ მსჯელობაში მონაწილეობა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე არასმთავრობო სექტორის. იმისთვის, რომ ჩვენ ოქტომბერში მივიდეთ მომზადებული გეგმით, ჩვენ ვაცხადებთ სრულ ღიაობას ამასთან დაკავშირებით. არანაირი პრობლემა აქ არ არის.
მე ეჭვი მეპარება, რომ ჩვენ პრაქტიკულად შევძლოთ ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარებისთვის შესაბამისი ბაზა შეიქმნას და მოესწროს ამ მოკლე პერიოდში, მაგრამ დანარჩენი რაც შეეხება რეგულაციებისა და შეზღუდვების თანხლებით ჩატარდეს არჩევნები, ექიმების რეკომენდაციების სრული დაცვით, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ნებისმიერ მოდელთან სამსჯელოთ მზად ვართ და ღია ვართ”
“ალია” – დღეს 5 მაისია, პანდემიის პირველი ტალღა დასასრულისკენაა უკვე – როგორც გვეუბნებიან, მიუხედავად ამისა, დღესაც კი, ვერავინ გვეუბნება, არავინ იცის, როდის მოიხსნება კომენდანტის საათი, როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა.
სამაგიეროდ, დღეს 5 მაისს, უკვე ვიცით, რომ არათუ ეს პირველი ტალღა ვირუსის, მეორე ტალღაც რომ დაიწყოს პანდემიის, არჩევნები აუცილებლად ჩატარდება, მთავარი კითხვაა, როგორ ჩატარდება, თორემ, ჩატარდება, არ გადაიდება.
აი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაინც არ ვიცით როდის იქნება… საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენაზე მარტო მუშაობენ და …
და ხო, მთავარია, პირველი ტალღის მერე – არჩევნებამდე ვიყოთ ჩუმად, თავშეყრის გარეშე და დისტანციით…
მანამდე ისიც გაირკვეს იქნება, ვინ არის თვითდასაქმებული და როგორ ექნება თვითდასაქმებულს იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი დასაქმების შესახებ.
კომენტარები