ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნების თარიღის გადაწევას კატეგორიულად გამორიცხავს, მაგრამ პარალელურად, მმართველი პარტიის წარმომადგენლებივე აკეთებენ განცხადებებს, საგანგებო მდგომარეობის ერთი თვით, ან რამდენიმე კვირით სავარაუდო გახანგრძლივების თაობაზე. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ხელისუფლება „პრიმიტიულ ხერხს იყენებს“ და ოპოზიციას სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალებას არ აძლევს.
რამდენად თანხვედრაში მოდის ერთმანეთთან ხელისუფლების განცხადებები და რის მიღწევას ცდილობს მმართველი პარტია, ამაზე ერთმნიშვნელოანი პასუხი აქვთ არასაპარლამენტო ოპოზიციაში. მეტიც, პარტია “ლელო-საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი მამუკა კაციტაძე „2020NEWS“-თან “ქართული ოცნებას“ კონკურენტების შევიწროებაში ადანაშაულებს:
“ძაღლის თავი სხვაგან არის დამარხული – ერთი მხრივ, ხელისუფლება ამბობს, რომ არჩევნები არ უნდა გადაიდოს. მეორეს მხრივ, კი ამბობს, რომ შესაძლებელია გაგრძელეს საგანგებო მგომარეობა.
ხელისუფლებას უნდა რომ არჩევნები არ გადადოს, საგანგებო მდგომარება გაწელოს და ამით შეზღუდოს კონკურეტების მიერ სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის წარმოება. სამაგიეროდ თვითონ ხელისუფლებას ჰქონდეს ნებისმიერი მოქმედების საშუალება.
უფრო მეტიც, სახელმწიფოს უნდა, რომ სოციალური პროქტების სახით, ბიუჯეტისა და მოზიდული თანხების დარიგება წინასაარჩვენო პერიოდში გაიყვანოს. ეს არის პრიმიტიული ხრიკი.
ხელისუფლებას უნდა წინასაარჩევნო დივიდენდების ჩაწერა. ეს ყველაფერი არ კმარა და ახლა კიდევ შეზღუდვებით უნდა, რომ კონკურენტები შეავიწროოს.
თუ ამბობ, რომ არჩევნები არც ერთ შემთვევაში გადაიწევს, ეს ნიშნავს, რომ სიტუაცია ნორმალიზაციისკენ მყარად მიდის. თუ ხელისუფლება ამბობს, რომ არჩევნები არ გადავადდება, მაშინ, რა საჭიროა გაგრძელება საგანგებო მდგომარეობის?! ანუ, ერთმანეთთან შეუსაბამოა ეს ორი განცხადება.
როცა მყარად ამბობ, რომ რომ საპარლამენტო არჩვენების თარიღი არ გადავადდება, მაშინ მყარადვე უნდა თქვა, რომ საგანგებო მდგომაერობა მოიხსენება, რათა ყველას საშუალება მიეცეს, რომ განხსნილ მდგომარეობაში აწარმოოს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანია“
ინფორმაციისთვის, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ იმედი აქვს, “31 ოქტომბერს არჩევნების ჩატარებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება“. რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის თარიღის გახანგრძლივებას, კობახიძის თქმით, აღნიშნულის თარიღმა, შესაძლოა, ერთი თვით ან რამდენიმე კვირით გადაიწიოს.
კომენტარები