ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს:
„ის რომ უკვე რადიკალური ოპოზიცია კომედიურ ჟანრში მოქმედებს, არახალია. ახლაც ასე მოხდა, იქოქებიან და იწყებენ გალაშქრებას დაუწერელი, არარსებული საკანონმდებლო ინიციატივის წინააღმდეგ. დაიწყება ახლა ცენზურა, ადამიანის უფლებები და რაც მთავარია რუსული. რატომ მაინც და მაინც რუსული, იქნებ ჩეხური ან ავსტრიული ან უნგრული?
იმასაც ვერ ხვდებიან, რომ რუსულმა თემამ დრო მოჭამა, ვერც იმას ხვდებიან, რომ სულ სხვა მდგომარეობაა დღეს მსოფლიოში. აღარ ყოფნით აღარც ჭკუა, აღარც ფანტაზია, რომ შეცვალონ რაღაც და ისე მიდის საქმე იმ 1-2%-საც ვერ მიიღებენ ოქტომბერში“
კომენტარები