ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
„ახლა სრულიად სერიოზულად:
კორონაცები გახარიას პარლამენტში “იბარებენ”.
არაფერს ვიტყვი იმ შოუზე რის დადგმასაც “ფიქრობენ”, არც იმ “ქულებზე” ვიტყვი რამეს, რომლის “ჩაწერასაც” გეგმავენ და არც იმას ვიკითხავ ვისთვის არის გათვლილი ის ისტერიკა, რითიც იმ რაღაც ინტერპელაციის წესის “აღსრულებას” მოითხოვენ.
საქართველოს მოსახლეობას ძალიან მარტივ შეკითხვა მინდა დავუსვა – რომელი გირჩევნიათ, გიორგი გახარია პარლამენტში მივიდეს, უსმინოს იმათი კლასტერის ყოვლად უსაგნო და იდიოტურ შეკითხვებს, უამრავი დრო დაკარგოს, თუ პოსტ-პანდემიური ეკონომიკის განვითარებისთვის, უცხოელ პარტნიორებთან, სავარაუდო ინვესტორებთან, ადგილობრივ მეწარმეებთან, ექიმებთან, თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან იმუშაოს?
ამ კორონაცებს კი იმის გარდა, რომ ის ხალხი, ვინც რეალურ საქმეს აკეთებს მოაცდინონ, არაფერი შეუძლიათ (გაიხსენეთ პაატა იმნაძის მაგალითი)“
კომენტარები