პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს:
,,ნუ გაუშვებთ მოზარდებს მონასტრებში, ნუ მისცემთ უფლებას არასრულწლოვნებს, გადადგან საბედისწერო ნაბიჯი… ნუ შეუწყობთ ხელს მათ დაღუპვას და განადგურებას… ისინი მერე სხვებს გაანადგურებენ, ვითომ ლოცვა-კურთხევის და მორჩილების სახელით!..
რა უნდა მასწავლოს 18 წლის არქიმანდრიტმა, თვითონ არაფერი იცის… სულიერებას თავი დავანებოთ, წერა-კითხვის უცოდინრები რომ ხდებიან მონასტრის წინამძღვრები და ანაფორის ფრიალით, მრისხანე გამოხედვით,
ვითომ ასკეტური მოძღვრებით, სიცოცხლეს რომ გაძულებენ…
აი, სად იჩენს თავს პედოფილია, პატარებზე სულიერ-ფსიქოლოგიური ძალადობა… ვითომ
ხსნა, ვითომ გადარჩენა და საბოლოოდ წარწყმედა!…”
კომენტარები