სისხლძარღვთა ქირურგმა, ჯუმბერ ფარცახაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა:
„ეს ვირუსი იანვრამდე მოსახლეობაში რომ იყო, ამის თქმა უკვე ცალსახად შეიძლება. მოგეხსენებათ, ჩინეთი ამ ინფექციის გავრცელებას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა, შესაბამისად იმ პერიოდში შეზღუდვები არ არსებობდა, რა თქმა უნდა, ქვეყნებს შორის მოგზაურობა აკრძალული არ იყო და აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით, ეს ვირუსი სწორედ იმ პერიოდში უკვე ძალიან დიდ პოპულაციაში შესაძლებელია გავრცელებული ყოფილიყო. ძალიან ბევრ ადამიანს გამოვლინების და სიმპტომების გარეშე ან თუნდაც სიმპტომებით, კორონავირუსი უკვე მოხდილი აქვს“
კომენტარები