საქართველოში ე.წ. ეკლესიის კლასტერი ჯერ არ გამოვლენილა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა განუცხადა. ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ საფრთხის გადავლაზე საუბარი ნაადრევია და შესაძლოა მდგომარეობა შეიცვალოს.
„რაც შეეხება მოლოდინს ეკლესიის კლასტერთან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით, გამოვლენილი შემთხვევები არ გვაქვს. თუმცა კოვიდინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს გარკვეულწილად სხვადასხვანაირი მოლოდინი, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია ჯერ კიდევ გამოჩნდეს დაავადებული პირი”
“ალია” – მოლოდინი ამათ აქვთ და მერე პაატა იმნაძე ჩვენ გვეტყვის, ბევრი ინფიცირებული რომ არ არის, გეწყინათო…
ჯერ არ გამოჩენილაო, 14 დღეზე მეტი გავიდა – რაღატომ ელოდება?
საიდან გამოჩნდება, დამალულია სადმე???
გამყრელიძის ვაჟმა ისე მიიღო იტალიიდან ჩამოსული თანამშრომელი ოფისში, მოლოდინი არ ჰქონია ვირუსის და თქვენ ეკლესიის კლასტერის მოლოდინი რატომ გაქვთ მაინც და მაინც?
აკი, პიკი მალე დასრულდებაო? აკი, ეპიდემიის პირველი ტალღაც მალე გაივლისო?
აა, ეპიდემია გაივლის, მაგრამ ეკლესიის კლასტერის შიში ჩვენთან რჩება მაინც?
შეალაგეთ ახლა ეგ კუბოები, სააღდგომოდ საიდანაც გამოახრიგინეთ, ბატონებო და ქალბატონებო.
ექიმების კლასტერს მიხედეთ, არ იქნება ურიგო და “ალია” რომ იანვრიდან მოყოლებული გთხოვდათ სამედიცინო პერსონალის გადამზადებას – მაგაზე გაგვეცით პასუხი, რატომ არ გადამზადდა დროულად და რატომ გყავთ ამდენი ინფიცირებული სამედიცინო პერსონალში?
ისე, აკი, არ შეიძლებოდა და არაეთიკური იყო იმის კითხვა, ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმ განცხადებებზე, რაც მრევლის მისამართით კეთდებოდა? – მაგრამ ეგ კიდევ ცალკე მასალის თემაა.
კომენტარები