,,კავკასიის” დირექტორი, ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:
,,იუნისეფის და საქსტატის 2023 წლის „ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევის“ მიხედვით საქართველოში მატერიალურ და სოციალურ დანაკლისში ცხოვრობს ბავშვების 43% . ბავშვების 19.6% აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს.
სასკოლო საათებში კვება მნიშვნელოვანი პრობლემაა, ვინაიდან ბავშვების ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი (27%) იკვებება ყოველდღიურად სკოლის საათების განმავლობაში და ბავშვების ერთ მესამდეზე მეტი (34.9%) არასდროს იკვებება სკოლის საათების განმავლობაში. მიზეზი მატერიალური და სოციალური პრობლემა – ფინანსების უქონლობა.
ბავშვების 5.6% ვერ იღებს ყოველდღიურად ხილს და ბოსტნეულს, ვინაიდან მათ ოჯახს არ გააჩნია ამისთვის საკმარისი ფინანსები. ხორციანი ან მისი ეკვივალენტური ვეგეტარიანული საკვების ყოველდღიურად მიღება არ შეუძლია ბავშვების 24.4%–ს. დაახლოებით 15%–ს არ შეუძლია ფეხსაცმლის და ტანსაცმლის ყიდვა. ასაკის შესაბამისი სათამაშოების ყიდვა არ შეუძლია ბავშვების 31.2 %–ს. საგანმანათლებლო მასალებზე წვდომაზე – 45.3%–ს არ აქვს მათთვის სასურველი სულ მცირე ერთი საგანმანათლებლო მასალა. აღარაფერს ვამბობ მინიმალური გართობის და განვითარებისთვის საჭირო აქტივობებზე წვდომის არარსებობაზე.
და აი, ამ ბავშვებს გადაეკიდნენ მდინარაძე და ღარიბაშვილი, ტრანსგენდერებისგან უნდა დაგიცვათ, რომ ბაღში და სკოლებში არ მოგაკითხონ და სქესი არ შეგიცვალონო. ასეთ ტრაგიკომედიაში რატომ აღმოვჩნდით?”
კომენტარები