ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში რამდენიმე პაციენტმა კორონავირუსი ისე გადაიტანა, რომ სტაციონარში არ უმკურნალია. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს იმ შემთხვევებში ხდებოდა, როცა პაციენტს COVID 19-ის სიმპტომები არ აღენიშნებოდა.
„ჩვენ გვაქვს საქართველოში შემთხვევები, როდესაც პაციენტებს აქვთ გადატანილი ინფექცია, როდესაც არ უდგინდებოდათ სიმპტომები. ასეთი არის რამდენიმე მოქალაქე. მათი ყველა მომდევნო კონტაქტი გამოკვლეულია და ამ ადამიანებში გვყავს უკვე ისეთებიც, რომლებზეც მონიტორინგი დღესაც მიმდინარეობს და სტაციონარებში არ წოლილან“
“ალია” – ამიტომ არის სწრაფი ტესტირება საჭირო ქალბატონო მინისტრო და რაც მეტ ტესტს ჩაატარებთ, მით მეტ ისეთ პაციენტს აღმოაჩენთ, რომელმაც უკვე გადაიტანა ვირუსი.
კომენტარები