ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა საბრძოლო ჭურვი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ჭურვი კოროზირებული იყო.
ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.
არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში მოხუცი მამაკაცი ცხოვრობს და მეზობლებმა სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მიიყვანეს, სახლის დასალაგებლად. სწორედ დალაგებისას იპოვეს ასაფეთქებელი საშუალება. სახლის მეპატრონე გამოკითხვაზეა გადაყვანილი.
ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 236-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვას გულისხმობს.
კომენტარები