ხმაური პარლამენტში – კონფლიქტის ეპიცენტერში “ქართული ოცნების” დეპუტატი გია ცაგარეიშვილი აღმოჩნდა. ცაგარეიშვილი რომან გოცირიძეს დაუპირისპირდა, რომელმაც გუშინ “ოცნების” დეპუტატს “მტირალა გაიშნიკი ეძახა”. სესიის დროს, გოცირიძემ გუშინ ცაგარეიშვილს წარსული და ავტოსაგზაო ინსპექციაში მუშაობის პერიოდი შეახსენა, რომელიც იმ დროს ყველაზე კორუმპირებული სისტემა იყო.
გია ცაგარეიშვილმა დღეს რომან გოცირიძეს ტრიბუნიდან “პატარა კაცი” ეძახა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა.
ბატონო რომან, თქვენ აქ განისვენებთ თქვენს სავარძელში. თქვენ ყოველთვის კლონი იყავით მისი, მიუხედავად იმისა, რომ ასაკობრივი სხვაობა დიდია, მაინც კლონი ხართ და კლონად დარჩებით მთელი ცხოვრება ლადნად მიხეილ სააკაშვილის. მის მემორიალურ მუზეუმშიც ვერ დაიდებთ ბინას ვერანაირად. თქვენ წარმოიდგინეთ, მისი სპორტული ფეხსაცმლის გვერდზეც არ გაქვთ არავითარი შანსი, რომ განისვენოს თქვენმა სულმა. როგორი სულმდაბალი ადამიანი ყოფილხართ თქვენ, ჩემო ძვირფასო კოლეგავ და ასევე, როგორი ცრუ და ყალბი ყოფილხართ, სწორედ ისე და იმ ზომით და იმ ხარისხით, როგორიც თავის დროზე კუპონები ბეჭდეთ. ახლაც იღიმით, ისევე იღიმით, როგორც თქვენი მეგობრები, დაქალები და ძმაკაცები 2012 წელს, როცა მე ამ ტრიბუნიდან გამოვდიოდი. აი, ეს არის თქვენი პატარა კაცობაც, თქვენი ე.წ. კოლეგიალობაც და დარჩებით საქართველოს ისტორიაში იმად, რაც ხართ და რასაც წარმოადგენთ ახლა, – თქვა ცაგარეიშვილმა.
ცაგარეიშვილის შეურაცხყოფების პასუხად, რომან გოცირიძემ განმარტა, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა სახელისუფლებო გუნდის წევრმა მას პიროვნული შეურაცხყოფა მიაყენა. ოპოზიციის წევრის თქმით, გარკვეული პერიოდის თმენის შემდეგ მან ცაგარეიშილს საკუთარი ადგილი მიუჩინა.
თუ ჩემი რეფორმის შინაარსი არ მოგწონთ, რეფორმის ავტორის პირად შეურაცხყოფაზე რატომ გადადიხარ? ეს იყო მთავარი ბიძგის მიმცემი და ამავე დროს დაემთხვა უკვე ბატონი ცაგარეიშვილის უკვე მესამე შეურაცხყოფები, გამონათქვამები და ვუპასუხე მას. არასდროს პიროვნებას არ ვეხები, არასდროს პირველი კონფლიქტს არ ვიწყებ. ვინც პიროვნულ შეურაცხყოფას მაყენებს, რაღაც პერიოდის თმენის შემდეგ მივუჩენ საკუთარ ადგილს. რა სიტყვებიც ვიხმარე, ეს ახალი არ არის, ყველა ეძახის მაგას “მტირალა გაიშნიკი” ხარ. “გაიშნიკს” რატომე ეძახიან ვიცი, მაგრამ “მტირალას” რატომ ეძახიან – არ ვიცი, – თქვა გოცირიძემ.
tvpirveli
კომენტარები