ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის 36-ე კილომეტრზე მეწყერმა სამი ადამიანი მოიყოლა.
მათ შორის არის ამავე გზის გაწმენდაზე მომუშავე “თუშეთგზის” დირექტორი.
ადგილობრივების აცხადებენ, რომ მათ თავიანთი ძალებით ერთი ადამიანი გადაარჩინეს, თუმცა დანარჩენებს ამ დრომდე ვერ პოულობენ.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე სახანძარო-სამაშველო მანქანა.
კომენტარები