“ენერგო-პრო ჯორჯიას” ცენტრალური სადისპეტჩერო, კომპანიის თანამშრომლების გარდა, თითქმის არავის უნახავს. აქ უცხო პირი ვერ მოხვდება.
Youtube – ზე, გადაცემა “ENERGO მეტრის” მეორე ეპიზოდი დაიდო, სადაც ზოგადად ენერგეტიკის დარგში სადისპეტჩეროს და დისპეტჩერების როლზე საუბრობენ. კომპანიის მთავარი დისპეტჩერი გვიყვება ამბებს, რომელსაც ვერსად მოისმენთ.
“ჩვენ, ენერგეტიკის დისპეტჩერებს, ბევრი საუბარი არ გვიყვარს, თითქმის 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ“ – ამბობენ ისინი.
,,ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ავთო დვალიშვილი გვიყვება, რომ როცა გადაცემის ჩაწერა დაიგეგმა, ძლივს გამოინახა დრო, როცა დისპეტჩერებს ეცლებოდათ.
“ვეცადეთ დიდი ხნით არ მოგვეწყვიტა საქმეს“ – ამბობს კომპანიის PR მენეჯერი. თუმცა, თავადაც შეამჩნევთ, რომ ჩართული ვიდეოკამერების მიუხედავად სადისპეტჩეროში მუშაობა არ შეჩერებულა.
პანდემიის დროს, კომპანიის დისპეტჩერები, ამ ოთახში გადმოვიდნენ საცხოვრებლად, სადაც ყველანაირი პირობა ჰქონდათ ჰიგიენისთვის და საკვების მომზადებისთვის. მათ გარეშე ხალხთან კონტაქტი არ ჰქონდათ, რათა დაიფინცირება არ მომხდარიყო. ადამიანებს ყველა პირობა უნდა ჰქონდეთ შექმნილი ჯანმრთელობისთვის, რომ სრულფასოვნად მართონ საქართველოს რეგიონების ენერგომომარაგება.
ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, კურორტ გოდერძიზე ვინც ყოფილხართ, ალბათ, შორიდან შეგიმჩნევიათ ერთი თანამედროვე, დახურული შენობა. ამ შენობიდან ავტომატურად, თანამედროვე ტექნოლოგიებით იმართება ენერგომომარაგების სტაბილურობა, ძაბვები და ა.შ. გადაცემაში აღნიშნულ ქვესადგურსაც იხილავთ.
კომენტარები