“ქართული ოცნება” პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აანონსებს.
მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ვეტოს დაძლევენ და ამბობს:
რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ვეტოს დავძლევთ. სინამდვილეში, ვითომ პრეზიდენტის, რომელიც ჩაბმულია ამ მდაბიო ბრძოლაში. თეორიულადაც კი შეუძლებელია, რომ მათ გამარჯვება მოიპოვონ. ერთადერთი გზა აქვთ, ლეგიტიმაციის პრობლემებზე ილაპარაკონ და არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ქვეშ დააყენონ. ყველაზე კარგი დარტყმის ობიექტია ცესკო და მისი თავმჯდომარე. იმასაც კი კადრულობენ, რომ მის გარდაცვლილ მამას ბიოგრაფია გაუყალბეს. მათი ბრძოლა იქნება არა არჩევნების მოსაგებად, არამედ ცესკო-ს და არჩევნების ლეგიტიმაციის წინააღმდეგ. მათ ამ სიბინძურეს ქართველი ხალხი არ გაატანინებს.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო.
შეგახსენებთ, 2018 წელს, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ ბანერებზე ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების ლიდერების ფოტოები იყო გამოფენილი.
კომენტარები