ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში წერს:
,,ვენერა – თევზების ნიშანში:
ასტროლოგიური ტენდენციები
/© რამაზ გიგაური/
ინგრესიის პერიოდი: 12 მარტი – 5 აპრილი
12 მარტს სიყვარულის და სილამაზის პლანეტა ვენერა თევზების ნიშანში გადაინაცვლებს და იქ 5 აპრილამდე დარჩება.
ვენერას თევზების ნიშანში ეგზალტირებული პოზიცია უკავია. ამ მდგომარეობაში პლანეტა თავის ენერგიას უძლიერესად ავლენს. ვენერას შემთხვევაში კი მიანიშნებს, რომ ზემოთ აღნიშნულ პერიოდში ადამიანებში ახალი ენერგიით გააქტიურდება რომანტიკულობა, მგრძნობიაობა და სიყვარულის უნარი. ბევრი ადამიანი ურთიერთობაში გახდება ნაზი, ფაქიზი და გარშემომყოფების მიმართ ემპათიას გამოავლენს.
ადამიანები გარშემომყოფების მიმართ უფრო გამგებიანი გახდებიან. შეიქმნება იმის შესაძლებლობები, რომ საქმიან და განსაკუთრებით პირად ცხოვრებაში პარტნიორებმა ერთმანეთს გაუგონ, მიუტევონ და დაშვებული შეცდომები გამოასწორონ.
ეს კარგი დროა როგორც ახალი სასიყვარულო ურთიერთობების დაწყებისთვის, ისე სურვილის შემთხვევაში ძველი, დამუხრუჭებული ურთიერთობების აღდგენისთვის და განახლებისთვის.
საკმაოდ პოზიტიური იქნება შემოქმედებითი პროექტებისთვის, რადგან ვენერა ხელოვნების მმართველ პლანეტად ითვლება და მისი ინგრესია თევზების ნიშანში მიუთითებს ხელოვნებასთან დაკავშირებით ახალი იდეების გააქტიურებაზე, ახალი პროექტების დაწყებაზე ან თუნდაც გადადებული საქმეების გაგრძელება-დასრულებისთვის. ასე რომ, ეს კარგი პერიოდი იქნება მწერლებისთვის, პოეტებისთვის, მხატვრებისთვის, მუსიკოსებითვის, მომღერლებისთვის, მსახიობებისთვის, დიზაინერებისთვის და საერთოდ, ხელოვნებაში მყოფი ადამიანებისთვის. ეს ასევე კარგი დრო იქნება არტ-თერაპიისთვის (ამ დროს სასიკეთო ეფექტი გაორმაგებული იქნება).
კომენტარები