ოპოზიციური პარტიები პროგრამებით ემზადებიან არჩევნებისთვის. ბოდიში მომითხოვია, რომელ არჩევნებზე ვლაპარაკობთ? სადაც ოპოზიციის მთავარი ლიდერი, რომელიც ამ ქვეყანაში, სულ მცირე, 1/3-ის ლიდერი მაინცაა, არის ციხეში, – ამის შესახებ გიგი უგულავამ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა.
უგულავას თქმით, „არჩევნები ვერ იქნება კონკურენტული, შესაბამისად, ვერ იქნება თავისუფალი და სამართლიანი, თუ მისი მთავარი სუბიექტები, ამ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი“.
„ამბობენ, სულ სააკაშვილზე ნუ ლაპარაკო. ვლაპარაკობ, რადგან სააკაშვილი არის პრობლემა. ციხეში მისი ყოფნა არის პრობლემა და ვიდრე ეს პრობლემა იქნება, ყველა ოპოზიციურ პარტიას სულ მაგას წამოვაძახებ. აგერ, პროგრამებით ემზადებიან არჩევნებისთვის. ბოდიში მომითხოვია, რომელ არჩევნებზე ვლაპარაკობთ? სადაც ოპოზიციის მთავარი ლიდერი, რომელიც ამ ქვეყანაში, მინიმუმ, 1/3-ის ლიდერი მაინცაა, არის ციხეში“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
Powered By || Web Features || © 2024 Alia.ge - All rights reserved
Powered By || Web Features || © 2024 Alia.ge - All rights reserved
კომენტარები