Fox News-ის ვაშინგტონის ბიუროს პოლიტიკური მიმართულების პროდიუსერი, ჟურნალისტი ნანა საჯაია სოციალურ ქსელში ებრაული სერიალის „ფაუდას“ მთავარი როლის შემსრულებელთან, ლიორ რაზთან გადაღევბულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„დოროოონ!!!
ერთდროულად მივედით კონგრესში და უსაფრთხოების შემოწმებას რომ გავდიოდით, ვუთხარი, ახლა მეგონა, იარაღს დააძრობდი და სროლას დაიწყებდი მეთქი. არ ქნა. როგორც შევედით, ისე გამოვედით, phewwww :))))
მოვუყევი, როგორ შემარცხვინეთ აქ მისმა ქართველმა ფანებმა, აქამდე რომ არ მქონდა სერიალი ნანახი. ჩავაბარე ანგარიში, რომ გადაბმულად ვნახე ოთხივე სეზონი ერთ კვირაში და ვაჩვენე ფოტო, როგორ (თითქმის) მეძინა სამსახურში
მეხუთე სეზონს ახლა ვწერთ და, იმედია, 2025-ში მზად გვექნებაო.
ლიორმა თქვა, შარშან საქართველოში ფილმის გადაღებები მქონდა, მომავალ წელს გამოვა ფილმიო, სახელად “სოდა”.
კიდევ ხაჭაპური მიყვარს და “სტამბას” არ მირჩევნია სასტუმროო
ვითარცა პროდიუსერმა, ვკითხე, ინტერვიუებს რად არ იძლევი მეთქი. ასეთი გამოთქმა გვაქვს,
მხოლოდ იმ ინტერვიუს არ ნანობ, რომელიც არ მიეციო
The end.“
კომენტარები