ცოტნე გამსახურდიას ადვოკატის განმარტებით, 11-ტომიან საგამოძიებო მასალებზე დაყრდნობით, არსებობს ამომწურავი მტკიცებულებები დაკავებულთა ბრალეულობის დასამტკიცებლად.
ადვოკატი არ გამორიცხავს ბრალდებულთა რიცხვის გაზრდასაც.
პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, ვერაზე, თავის სახლთან დაჭრეს.
20 დეკემბერს შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 4 ადამიანი დააკავა.
მას თავდაპირველად, თბილისში, ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის დღემდე განაგრძობს მკურნალობას.
კომენტარები